✅ კითხვადი
რეკომენდირებული არ არის კალიგრაფიულო შრიფტების გამოყენება, სასურველია გამოიყენოთ თქვენი ლოგოტიპისთვის შექმნილი უნიკალური შრიფტი.
✅ სიმბოლური ფერები
რომელ სფეროში საქმიანობთ? ნებისმიერ ბიზნეს აქვს თავისი სიმბოლური ფერი, ამიტომ თუ თქვენი ბიზნესი ეკოლოგიის სფეროდან არის არ გამოყენოთ ნაცრისფერი ან შავი ფერი. იმ შემთხვევაში თუ არ იცით რომელ საქმიანობას რა ფერი მოუხდება მიმართეთ მცოდნეს.
✅ ლოგოტიპი უნდა ასახავდეს საქმიანობის არს. თუ თქვენ ტურიზმით ხართ დაკავებული უნდა გამოყუნოთ შესაბბამისი გამოსახულება, მზე, ზღვა, ხე, მდინარე და ა.შ. რა თქმა უნდა ტურიზმის ბევრი სფერო არსებობს და მოყვანილი მაგალითი ყველას არ ეხება.
✅ ფერები.
სასურველია გამოყენოთ ფერების მინიმუმი. ადამიანი ადვილად იმახსოვრებს ფერს, მაგალითად ეძებთ რომელიმე ბანკს ქუჩაში, თქვენ პირველ რიგში ეძებთ თქვენთვის სასურველი ბანკის ფერს და მერე უკვე აკვირდებით წარწერას.
✅ ლოგოტიპი უნდა იყოს გათვლილი ყველგან და ყველაფერზე გამოსაყენებლად. მაგალითად ბევრი დიზაინერი ქმნის ლოგოს, რომლის გამოყენება შესაძლებელია ბეჭვდურ პროდუქციაზე, მაგრამ როდესაც საჭიროა სხვა ტიპის პროდუქტზე იქნას ლოგოს გამოყენება, მაშინ უკვე იქმნება პრობლემები.
✅ დიდი როლი უკავია სლოგანს, თუ ლოგოს ახლავს სლოგანი ის ბევრად მდიდრულია.
‼
და ბოლოს, თუ დამკვეთი უარყოფს უველა ზემოთხსენებულ წესს და ითხოვს თავის მოსაზრებაში ყველაზე კრეატიულ და განუმეორებელ ლოგოს – ის მართალია, რადგანაც დამკვეთი ყოველთვის მართალია 