რატომ არის საჭირო ლოგო?

ლოგო — საფირმო ნიშანი, რომელსაც ადამიანები ასოცირებენ კონკრეტულ ბრენდთან. ლოგო — ეს არ არის აბსტრაქტული სიმბოლოთა კრებული ან უბრალოდ ლამაზი გამოსახულება. არ არის აუცილებელი ლოგოტიპი იყოს რთული ან აუცილებლად ყვებოდეს საქმიანობის სფეროს შესახებ.

ლოგო

ლოგო — კლიენტისა და თქვენი კომპანიის გაცნობის საწყისი და პირველი შთაბეჭდილებაა. ძირითადად, მომხმარებლებს სწორედ ლოგოდან გამომდინარე გამოაქვთ დასკვნა სავარაუდო მომსახურებასა თუ საქონელზე და, ნაწილობრივ, იღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ უპირატესობა თქვენს ბიზნესს, თუ მიმართონ კონკურენტებს.

კლიენტის ნდობა

რა თქმა უნდა, ყველა არსებულ კომპანიას არ აქვს საკუთარი ლოგო, მაგრამ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და მომხმარებელთა ნდობაზე, უბრალოდ აუცილებელია ჰქონდეს საკუთარი ლოგო. ნათელია, რომ მომხმარებლები უფრო ენდობიან ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბრენდის ლოგოტიპი.

დახმარება განვითარებაში

ლოგოს საკმაოდ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია თქვენი ბიზნესის განვითარებაში, რადგან მას ბეჭდავენ ყველგან: პროდუქციაზე, საფირმო მაღაზიებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბანერებზე, განცხადებებსა და სოციალურ ქსელებში. სწორედ ამიტომ, ის უნდა იყოს მარტივად ცნობადი და დასამახსოვრებელი, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროდუქტისა თუ მომსახურების სხვისთვის გაცნობისას, ახსენოს მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება ლოგოტიპი და ის მარტივად და სწრაფად იბეჭდებოდეს გონებაში.