რატომ არის საჭირო ქოპირაითინგი?

ქოპირაითინგი

კომპანიები ქირაობენ ქოპირაითერებს რადგან:

დაზოგონ დრო. როდესაც ტექსტებს ცალკეული ადამიანი კურირებს, ეს კონკრეტული დატვირთვა სხვა თანამშრომლებს ეხსნება.

გაზარდონ შემოსავალი. ტექსტი, რომელიც პროფესიონალის მიერ იწერება, ყოველთვის ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე ინტუიტიურად შექმნილი.

მიიტანონ საჭირო მესიჯი აუდიტორიამდე. იმისათვის, რომ მკითხველმა სწორად გაიგოს და გაიაზროს მესიჯი, საჭიროა მისი სწორი ფორმულირება, საჭირო სიტყვების შერჩევა და აზრთა თანმიმდევრული განლაგება.

მოახდინონ პროფესიონალური იმიჯის ფორმულირება. საკუთარი ვებ-საიტი, კორპორატიული ბლოგი და სოციალური ქსელები, პუბლიკაციები პროფესიონალურ მას მედიაში — ყოველივე ეს კომპანიას მატებს ექსპერტობას და იწვევს ნდობას პოტენციურ კლიენტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

პირდაპირი გამოხმაურების ქოპირაითინგს. ტექსტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ საჭირო მოქმედების შესრულებისკენ. მაგალითად: საიტზე მომსახურების აღწერა ღილაკით ,,გადახდა“, საგანმანათლებლო კურსის, ან რომელიმე ცალკეული პროდუქტის ლენდინგი.

საიმიჯო ქოპირაითინგს. ტექსტები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ კომპანიის, კონკრეტული პირის, ან პროდუქტის საჭირო იმიჯს.

SEO-ქოპირაითინგს. კონტენტის შექმნა, რომელიც ეხმარება ვებ-საიტებს საძიებო სისტემებში წინ წაწევაში. ხშირ შემთხვევაში ეს არის საინფორმაციო სტატიები, რომლებიც იგება საკვანძო სიტყვებით.