რისთვის არის საჭირო ვებ-საიტი?

საიტი
  1. დაწვრილებითი ინფორმაცია თვენი კომპანიის შესახებ

ვებ-საიტი — სივრცე, სადაც შესაძლებელია გამოქვეყნდეს დაწვრილებითი ინფორმაცია კომპანიის, მომსახურების, შეკვეთებისა და მათი შესრულების პირობების, კონტაქტებისა და რეკვიზიტების შესახებ.

საიტი აწვდის ინფორმაციას თქვენს კლიენტებს მთელი წლის განმავლობაში, დღესა და ღამით.

ვებ-საიტის ბმული შესაძლებელია მიეთითოს სავიზიტო ბარათზე, სარეკლამო მასალაში, სხვადასხვა ცნობარში, კატალოგსა და საძიებო სისტემებში.

საიტზე მარტივია იმ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც შეუძლებელია სხვა, ნებისმიერ სტანდარტულ რეკლამაში განთავსდეს.

ვებ-საიტზე ინფორმაციის ცვლა ძალიან მარტივია. ამასთან, არ არის საჭირო ახალი ბუკლეტის დაბეჭდა, მისი ტიპოგრაფიაში გადაცემა და კლიენტებისთვის დარიგება.

  1. კლიენტების მოზიდვა

ვებ-საიტი — ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია პოტენციური კლიენტების მოზიდვა და თქვენი შეკვეთების საწყისი პროცესის გამარტივება.

პოტენციური კლიენტები კატალოგებისა და საკვანძო სიტყვების ძიების შედეგად აღმოაჩენენ საიტს, გაეცნობიან მომსახურებას და მის პირობებს, რის შედეგად შესაძლოა, პოტენციური კლიენტებიდან ­­— მუდმივ კლიენტებად იქცნენ.

  1. თქვენი იმიჯი

ვებ-საიტი — მუშაობს თქვენს იმიჯზე. საიტის არსებობა მოწმობს კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნილებებთან თანაფარდობაზე.